12 ივლ 2019 11:42 1751

"ასეთი რამ არ ყოფილა"- გახარია დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებამ შესაძლოა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს. გიორგი გახარიამ გუშინ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს, როცა მომიტინგეები დაარბიეს ის სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტში იმყოფებოდა და განვითარებულ მოვლენებს სწორედ მათთან ერთად აკვირდებოდა.

მინისტრის აღნიშნულ განცხადებაზე დღეს კომენტარის გაკეთება მოუწიათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ"- უთხრა ჟურნალისტებს უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

 

ნიუპოსტი