12 ივლ 2019 11:01 248

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა

 

 

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვის და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას (ესკიზი), რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბს (ესკიზი), რომელიც ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, მაგრამ დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი.