12 ივლ 2019 10:21 1232

„ბებო უსახლკარო აღარ არის“ - კეთილმა ადამიანებმა მარტოხელა მოხუცის ცხოვრება შეცვალეს

 

 

მოხუცი ქალი, რომელზეც საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელმა აკა სინჯიკაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, ქუჩაში აღარ ცხოვრობს.

„საღამოს კარგი ამბები – ბებო უსახლკარო აღარ არის. თავისი სახლი აქვს და ექნება იქამდე, სანამ არ მობეზრდება. სპეციალურად შევურჩიეთ მოხერხებულ ადგილას, რომ ადვილად იაროს თავის ეკლესიაში. არ გადაიხდის გადასახადებს, ექნება საჭმელი და წამლები სულ, მივიყვანთ ექიმთან და ვუმკურნალებთ. აქვს ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ყველა საოჯახო ნივთი. აღარ ექნება წამლებისთვის აღებული საპენსიო დავალიანება. უკვე მისამართი აქვს და შეგვიძლია სახელმწიფოსაც მივმართოთ დახმარებისთვის. მადლობას გიხდით, ტირის და შვილებს გვეძახის. ბებო დაკარგული არ არის, უბრალოდ ოჯახის წევრები აღარ ჰყავს. საერთოდ არავინ დარჩა. მაგრამ მარტო არ არის, შეხედეთ რამდენი ვყავართ. ამბობს, ნამდვილ ადამიანად პირველად ვიგრძენი თავიო გესმით? ვინმეს თუ ნახვა მოგინდეთ, მისამართისთვის დამირეკეთ მობილურზე, ნომერი ინფოში მიწერია“,- წერს აკა სინჯიკაშვილი.