12 ივლ 2019 10:11 627

`ბატონო მინისტრო, არ ვიცი თქვენი განათლება რა არის, მაგრამ ეთერამდე იურისტის რჩევები უნდა მიგეღოთ“

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას კომენტარებს ეხმაურება.

მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალება არ არის ემოციური დანაშაული, არც აფექტის მდგომარეობაში დგება, არც პარლამენტში შევარდნით ტრიალდება სახელმწიფო

„პირველი რეაქციები ინგა გრიგოლია-ს რეაქციაზე:
მინისტრი ამბობს: 
იყო შტურმი
ვმოქმედებდით მოგერიებისთვის
დღესაც ვერ ხსნიან რა მიზნით აპირებდნენ შეჭრას. 
ეს გახარიას სიტყვებია
ასევე გახარიას სიტყვებია 
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
ბატონო მინისტრო, არ ვიცი თქვენი განათლება რა არის, მაგრამ იურისტის რჩევები უნდა მიგეღოთ ეთერამდე:
სახელმწიფო გადატრიალება არ არის ემოციური დანაშაული, არც აფექტის მდგომარეობაში დგება, არც პარლამენტში შევარდნით ტრიალდება სახელმწიფო.

ეს არის კარგად დაგეგმილი ქმედება რომელიც აუცილებლად ნიშნავს, თუნდაც დასაცინი მაგრამ მაინც ‼️ გეგმის არსებობას ‼️‼️ ხელისუფლების ძალადობრივი ‼️ ცვლილებისთვის. 
თქვენი პირველი სამი განაცხადი კი ამას უბრალოდ გამორიცხავს. 
იქნებ ჩამოყალიბდეთ, რისთვის იბრძოდით იმ ღამეს

და კიდევ ერთი: პოლიციის პირველი ფუნქცია ადამიანების დაცვა და მათთვის საფრთხის არიდებაა და მხოლოდ ამის შემდეგ რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რომელსაც კონკრეტულ მომენტში კონკრეტული ფუნქცია აქვთ, - წერს ხიდაშელი.