12 ივლ 2019 09:39 1326

"კეთროვნად გაქცევთ, იმ ცინიზმის გამო, რაც თქვენ ტვ პირველის ეთერში დაღვარეთ.."

 

 

"ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი შს მინისტრია გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"ბატონო გახარია, ჰედლაინებს გადავავლე მხოლოდ თვალი  - თქვენ გქონდათ შესაძლებლობა (სასამართლოში - უფლებაც) დუმილი შეგენარჩუნებინათ და გადამდგარიყავით. ამის ნაცვლად, თქვენ პოსტზე დარჩენა და ტყუილების ლაპარაკი არჩიეთ.

ყველაფერი, რაც თქვით, თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

არ მოგასვენებთ არსად.

სადაც წახვალთ, ყველგან დაგხვდებით.

ყველგან პოლიციის კორდონები დაგჭირდებათ.

ყველგან შერცხვებათ თქვენს დაქვემდებარებულ პირებს თქვენ გამო.

 ყველა მნიშვნელოვანი სტუმარი გაიგებს, რომ არალეგიტიმური ბრძანდებით.

კეთროვნად გაქცევთ, სწორედ იმ ცინიზმის გამო, რაც თქვენ ტვ პირველის ეთერში დაღვარეთ."

×