12 ივლ 2019 09:37 16442

"სახელმწიფო ინტერესების დამცველი მინისტრი და ტენდენციური წამყვანი..."

 ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, სოციალური ქსელით, გადაცემა  "რეაქცია"-ს ეხმაურება:

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", ინგა გრიგოლიას შემყურეს ამ გამონათქვამმა დღეს კიდევ ერთხელ შემახსენა თავი. ის რაც გადაცემა “რეაქციაში" ვნახეთ ეს იყო კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი!  გადაცემაში, ინგა გრიგოლიამ, სამწუხაროდ გაუმართავი ქართული მეტყველებით, ბარბარიზმის გამოყენებით და გაანჩხლებულ-გაკაპასებული მანერებით უკულტურობის, ანგაჟირებული და მიკერძოებული  ჟურნალისტიკის საუკეთესო ნიმუში გვაჩვენა.  პროფესიული ეგოიზმით შეპყრობილმა გრიგოლიამ საზოგადოების მიმართ ერთგულების, მოვლენებისადმი ნეიტრალური დამოკიდებულების ნაცვლად ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ დაქირავებულის როლი შეასრულა.  ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებსაც თუ მოვიშველიებთ: “არასოდეს დაამატო უნფორმაციას ის, რაც არ მომხდარა,” “არასოდეს მოატყუო აუდიტორია”, ამბის გადმოცემის დროს “გქონდეს მაქსიმალურად გამჭირვალე მოტივი” და “იყავი თავმდაბალი” -  დავინახავთ რომ გრიგოლიამ უგულვებელყო ინფორმაციის გავრცელების ინტელექტუარი მხარეც.
რაც შეეხება გადაცემის სტუმარსს - მინისტრ გახარიას, მან თავისი პრინციპულობით, თავდაჯერებულობით, ფაქტების ლოგიკური ანალიზის უნარით,  საზოგადოების დიდი ნაწილი მის   პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა! ერთი სიტყვით, დღევანდელ “რეაქაციას” ჰყავდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი მინისტრი და ტენდენციური  გადაცემის წამყვანი."