12 ივნ 2019 17:46 499

„პრეზიდენტი რასაც კარგად ახერხებს - მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე „სელებრიტები“-ს და მათი ოჯახის წევრების დასაქმებაა...“

 

 

„ობიექტივის“ დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი მომღერალ ზურა ხაჩიძის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„იმ მომღერალმა - მედოლე ხაჩიძემ ხო „ააყვავა“ თავისი გუბერნატორობით ჯერ მცხეთა-მთიანეთი და ვასილ მაღლაფერიძისათვის ადგილის დათმობის შემდეგ-სამცხე-ჯავახეთი!!! 

 

ეხლა ეს მომღერალი (არა მედოლე-ჯერჯერობით!) ხაჩიძე ალბათ უფრო ქმედითად „ააყვავებს“ ვიცე-გუბერნატორის პოზიციიდან იგივე სამცხე-ჯავახეთს!!!

 

პ.ს. ცოტა ხნით ბორჯომის მერის მოადგილედ მაინც დაგენიშნათ - პრაქტიკას გაივლიდა... 

 

პ.პ.ს. ქალბატონი პრეზიდენტი ჯერჯერობით რასაც საუკეთესოდ ახერხებს - მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე „სელებრიტები“-ს და მათი ოჯახის წევრების დასაქმებაა...

 

ისე, დროა პოლიტიკასაც მიხედოს უკვე - რამოდენიმეჯერ გავიდა ასი დღე ინაგურაციის დღიდან!!!“