12 ივნ 2019 16:26 426

ზურა ხაჩიძე სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა

 

 

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

რა მიმართულებით იმუშავებს ხაჩიძე მხარის რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, უცნობია.

 

სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მხარის რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს უკვე ჰყავს ორი მოადგილე - შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი.

ცნობისთვის, ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.

×