12 ივნ 2019 15:34 463

ბორჯომში რეინჯერები დაჭრეს

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

დაშავებულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ბორჯომის კლინიკაშია გადაყვანილი.

„გულ-მკერდის და მუცლის ღრუს მიდამოებში, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ახლა სტაბილური მდგომარეობაა, ახლო მომავალში გავწერთ“, - გვითხრა ბორჯომის კლინიკის მენეჯერმა ირაკლი დიასამიძემ.

შემთხვევა, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

მომხდარს ადასტურებენ შსს-ში.