12 ივნ 2019 14:55 711

„ძველი დრო რომ იყოს, ბახტაძეს ვეზირების თვალწინ მოჰკვეთავდნენ თავს, ბიძინასთვის ცუდი ამბის ჩამოტანისთვის...“

 

 

„ენმ“-ს წევრი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„ძველი დრო რომ იყოს, ამერიკიდან დაბრუნებულ, შუშის სასახლეში ჩოქვით შესულ და პატიების მთხოვნელ მამუკა ბახტაძეს ვეზირების თვალწინ მოჰკვეთავდნენ თავს უფლისწული ბერას ბრძანებით, ბატონბიძინასთვის ცუდი ამბის ჩამოტანისთვის... თავად განსაჯეთ: "მხარს ვუჭერთ იმის უზრუნველყოფას, რომ ქართული დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს" - ანუ დღეს არ მოიცავს. შეგახსენებთ: ბოლო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც "თავისუფალი, მაგრამ უსამართლო".

 

„განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის ვალდებულება უზრუნველყოს, რომ სამთავრობო უწყებები ემორჩილებოდნენ კანონს და ასრულებდნენ იმ დაპირებებს, რაც მათ მოქალაქეებს მისცეს." - ამაზე კომენტარი ცოტა ძაან უხერხულიც კია, ბოდიში, ბატონო ბიძინა.

 

„მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ." - აქ უნდა შედიოდეს ცე დური მრავალჟამიერის მეორე ხმა“.

×