10 ივნ 2019 20:58 5332

რომან გოცირიძე სარალიძეზე: -არ მიკვირს განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი

 

ნაციონალური პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ ზაზა სარალიძის გუშინდელი ემოციური  გამოსვლა  რუსთავი 2-ზე ასე შეაფასა:

 

 "ის რაც გუშინ ზაზა სარალიძის მხრიდან რუსთავი ორის ეთერში ვიხილეთ, იყო სტანდარტული შოუ პროგრამა ! არ შეიძლება ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! ნაციონალური მოძრაობა მთელი ეს პერიოდი მას მხარში ედგა, თუმცა მისმა შეცდომებმა ნახეთ რაც მოიტანა! არ მიკვირს განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი"

წყარო: ,,სირცხვილის კორიდორი”

 

განახლება

„ალია“ რომან გოცირიძეს დაუკავშირდა ინფორმაციის გადასამოწმებლად. გთავაზობთ მოკლე მიმოწერას მასთან:

"ბატონო რომან მოგესალმებით "ალიადან", გვინდა დავაზუსტოთ, ნამდვილად დადეთ თუ არა მსგავსი შინაარსის პოსტი ზაზა სარალიძის წუხანდელ ტელეეთერზე? გვითხრეს, რომ დაპოსტეთ და შემდეგ წაშალეთ ეს პოსტი.

 

რომან გოცირიძე: არა. უნდა ვუჩივლო „ალიას“.

ამ მიმოწერის შემდეგ რომან გოცირიძემ „ალიას“ ფბ-გვედზე ასეთი კომენტარი დაწერა: გთავზობთ სქრინს.

და ბოლოს, ეს პოსტი „ფეისბუქ-სივრცეში“ უამრავ ცნობილ თუ უცნობ ადამიანს აქვს გაზიარებული პირველწყაროდან  (რისი სქრინებიც გვაქვს) და რადგან ამ განცხადებებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ პირადად რომან გოცირიძესთან გადავამოწმეთ. ასე რომ, საბოდიშო „ალიას“ არაფერი აქვს. რაც შეეხება სასამართლოში ჩივილს, მიბრძანდით, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს კარი თქვენთვის ღიაა.

„ალია“

×