08 ივნ 2019 17:36 5289

«გუბაზ სანიკიძე მრგვალ ბაღთან ედეპეშნიკებმა მაგრად სცემეს, აკაკი ასათიანს კი მთელი ვაკის გასაგონად გამზრდელი დედა აგინეს»

გენეტიკა ადამიანის ძირითადი ფაქტორის განმსაზღვრელია, როცა სპეცსამსახურები ადამიანის გადაბირებას აპირებენ, პირველ რიგში მის გენეტიკას სწავლობენ.

ნაციონალიგივი თარგამაძე ხშირად ბაბუათი ტრაბახობს, თითქოს ის სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და სტალინმა ამისთვის დახვრიტა. ამით მას საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. გივი თარგამაძის ბაბუა გიორგი თარგამაძე გერმანიის დაზვერვის კონტროლირებადი ორგანიზაციის წევრი იყო და ანტისაბჭოთა, დივერსიული ორგანიზაცია ჰქონდა ჩამოყალიბებული, ერთი სიტყვით, ფაშისტური გერმანიის აგენტი იყო საქართველოში და ამიტომ დახვრიტეს 1943 წელს, მაშინ, როცა ფაშიზმთან ბრძოლას საქართველოდან უამრავი ქართველი შეეწირა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და მისი მამის «ედეპეშნიკ» გიორგი კობახიძის მოღალატეობრივ პოლიტიკურ საქმიანობაზე და სამშობლოს ღალატზე უკვე წერდაალია“. მამა-შვილი გაბაშვილებიც გენეტიკურად არიან სამშობლოს გამყიდველები და მოღალატეები და ესენი როგორც ყორღანაშვილების და შადიმან ბარათაშვილების გვარები შევიდა ისტორიაში, ისე იქნება ამათი გვარებიც.

ბევრი შეიძლება შემომედავოს პოლიტიკოსების მამებზე, მათ გარდაცვლილ წინაპრებზე რატომ წერო. ვწერ იმიტომ, რომ მათმა შთამომავლებმა ჩვენს ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენეს და მათი დიდი დამსახურებაა, რომ წინ ვერ მიდის და არ ვითარდება!

სამშობლოს მოღალატეთა ამ დივიზიის ერთ-ერთი წარმომადგენელია სამარცხვინო პოლიტიკანი გუბაზ სანიკიძეც.

საბჭოთა პერიოდში გუბაზ სანიკიძის მამას, მწერალ ლევან სანიკიძეს ფსევდოკომუნისტმა და მსოფლიოში ცნობილმა მასონმა ედუარდ შევარდნაძემ (ამბობდნენ ლევან სანიკიძესაც საპატიო ადგილი ეკავა მასონთა ლოჟაში და ეს ჩემი ექსკლუზივი არ არის!) ხელოვნურად შეუქმნა ეროვნული მოღვაწის იმიჯი და მილიონობით ტირაჟით გამოსცა მისი წიგნები. გვახსოვსუქარქაშო ხმლებისავტორი მაშინ ბევრი ცნობილი კრიტიკოსის და ლიტერატორის კრიტიკის ობიექტიც გახდა.... 1987 წელს საქართველოში სტიქიური მოვლენების დროს, როცა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვემო ქართლში დაასახლეს და ჯუმბერ პატიაშვილი ქვემო ქართლის რაიონებში ხალხს ხვდებოდა, მას გვერდით მწერალი ლევან სანიკიძე მიჰყვებოდა, მერე კი, როცა საქმე საქმეზე მივიდა და პატიაშვილი პოლიტიკურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ლევან სანიკიძემ ის მაშინვე მიატოვა და თავი იმით ისახელა, რომ პატიაშვილის მიმართ ცილისწამების კორიანტელი დააყენა. უფრო მეტიც, ლევან სანიკიძეს ეროვნული მოღვაწის სახელი რომ მოეპოვებინა ამისთვის 1990 წელს კატეგორიულად მოითხოვა სტალინის დედის გაძევება მთაწმინდის პანთეონიდან.

გუბაზ სანიკიძის პოლიტიკური გამზრდელი, ასევე მოღალატე პოლიტიკოსი აკაკი ასათიანია, რომლისთვისაც ტრადიციონალისტობა მხოლოდ ნიღაბია, რადგან სინამდვილეში პირწავარდნილი ნეოლიბერალია.

მიუხედავად იმისა, რომ გუბაზ სანიკიძეტრადიციონალთა კავშირიდანშევიდა პირველი მოწვევის უზენაეს საბჭოს დეპუტატად პარლამენტში, მან ანტიკონსტიტუციური გადატრიალების დროს არ დაიცვა კანონიერი ხელისუფლება და მაშინვე შევარდნაძის ტირანიის სამსახურში ჩადგა. ის კაკო ასათიანთან ერთად 1992 წელს ცდილობდა უკანონოდ მოეწვია უზენაესი საბჭოს სესია, რათა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტის პოსტიდან გადაეყენებინათ. ამისთვის კაკო ასათიანმა და გუბაზ სანიკიძემ დეპუტატთა ერთი ჯგუფი ფილარმონიაში შეკრიბეს, მაგრამ ხალხის ნაკადი მიაწყდა ფილარმონიის შენობას და გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი, ამიტომ ასათიანმა და სანიკიძემ კვორუმის შეკრება ვეღარ მოახერხეს, ხოლო მათ მიერ შეკრებილი დეპუტატები ფილარმონიიდან ჩუმჩუმად გაიპარნენ. ასე რომ, აკაკი ასათიანს და გუბაზ სანიკიძეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ამ ვაჟბატონებმა ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის დავალება ვერ შეასრულეს, ვეღარც შევარდნაძეს ასიამოვნეს, რადგან ამით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ვაკანტური ვერ გახადეს. ამის შემდეგ შევარდნაძე ნიშნავს ყალბ არჩევნებს და უზენაესი საბჭოს დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მონაწილეობას იღებს შევარდნაძის უკანონო არჩევნებში. შევარდნაძეტრადიციონალისტებსდაპირდა 10 მანდატს, მაგრამ გადააგდო და 235 დეპუტატიან პარლამენტში შვიდზე მეტი მანდატი არ მისცა, გუბაზ სანიკიძე პარლამენტს გარეთ დარჩა. მაშინ, როდესაც უზენაესმა საბჭომ 1992 წლის 13 მარტს მიიღო დადგენილება, რომ შევარდნაძის უკანონო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

გუბაზ სანიკიძე აფხაზეთის ომის დროსგმირულადიმალებოდა ჩირგვებში და შორიდან უყურებდა ქვეყნის უბედურებას.

1995 წლის დასაწყისშიტრადიციონალისტებიდა ასლან აბაშიძისდემოკრატიული აღორძინების კავშირიდაძმობილდნენ და ერთმანეთთან გარიგდნენ, შექმნეს საარჩევნო ბლოკი, მათ შეუერთდა ვახტანგ რჩეულიშვილისსოციალისტური პარტიადა სრული აჯაფსანდალი გახადეს.

ამის გამო აკაკი ასათიანმა იხუმრა უზრდელურად, ჩვენი გაერთიანება რა სალაპარაკოა, შემოდგომაზე ირინა სარიშვილი და მედიკო მეზვრიშვილი მტკიცე ოჯახს შექმნიანო. .. „მოქალაქეთა კავშირიდა მრისხანეეროვნულ დემოკრატები“, როგორცტრადიციონალისტები» დააღორძინებაისედაქორწინდებადა გარიგდება მოქალაქეთა კავშირი და ედპე. ამ ხუმრობის გამო ედეპეშნიკები ერთ დღეს აკაკი ასათიანს მრგვალ ბაღთან დახვდნენ, ასათიანი მანქანაში ჩაიკეტა და გარეთ გუბაზი გამოუშვა, სიტუაცია რომ განემუხტა, მაგრამ სანამ პოლიცია მოვიდოდა გუბაზი ედეპეშნიკებმა მაგრად ცემეს. კაკოს კი მთელი ვაკის გასაგონად გამზრდელი დედა აგინეს.

თუმცა გუბაზ სანიკიძეს დაუფასდა ცემა და დეპუტატი გახდა აღორძინებიდან. რადგან ასლან აბაშიძეს სურდა უსასრულოდ გაეგრძელებინა აჭარაში მთავარი მმართველობა, „ტრადიციონალისტებსაკაკი ასათიანს და გუბაზ სანიკიძეს მცხეთაში მიაღებინა მანიფესტი, რომელიც სხვა არაფერი იყო, გარდა საქართველოს ფეოდალურ ერთეულებად დაშლის მანიფესტი, რომელიც ფედერალიზაციაში იყო შენიღბული. აი, ასეთი ეროვნულები და სამშობლოს ერთგული შვილები არიან გუბაზ სანიკიძე და მისი გამზრდელი აკაკი ასათიანი. ბოლოს ხალხნო, ამ ვაჟბატონებმა ასლან აბაშიძეც გადააგდეს. 1999 წელს ასლან აბაშიძეს შესთავაზეს, მოდით, მაჟორიტარულ ოლქებში ტრადიციონალისტთა კავშირიდან დავაყენოთ კანდიდატურებიო, შემდეგი მოწვევის პარლამენტი კი ჩვენ დაგვითმობს მაჟორიტარულ ოლქებსო, „ამღორძინებლებმაეს კარგად ჭამეს და 2003 წელი რომ დადგა, უკვე დაძრული იყოვარდების რევოლუციისავტობუსი და ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი და გუბაზ სანიკიძე მაგის ჩიტები იყვნენ, რომ გაქანებულ ავტობუსს ბორბლებში შევარდნოდნენ 4 წლის წინ გაცემული დაპირებისთვის?! „ვარდების კონტრრევოლუციისშემდეგ კაკო ასათიანი ისტორიას ჩაბარდა, თუმცა სააკაშვილის ნეოფაშისტური რეჟიმის დროს გუბაზ სანიკიძეს თავისი გამზრდელი აკაკი ასათიანი დიდხანს არ უტირია. მაშინვე ახალი პოლიტიკანები მონახა და თავის მეგობრად ირინა სარიშვილისგან განთავისუფლებულ ედპეს დაუძმაკაცდა, ერთ დროს რომ კარგად მიბეგვეს იმათ! ამათთან ხომ ყველაფერი მოსულა. ასეთი კაცია გუბაზი, ის სააკაშვილის რეჟიმის დროს ეროვნულობის ნიღბით გამოვიდა ასპარეზზე და 2006 წელს პოლიტიკური გაერთიანება «ეროვნული ფორუმის» დამფუძნებელი გახდა კახა შარტავასთან ერთად, მერე კი შარტავა გაეცალა. „ეროვნულ ფორუმსეროვნულ საქმეებში არასდროს მონაწილეობა არ მიუღია, ერთი პერიოდი სურვილი გაუჩნდა ბადრი პატარკაციშვილს დაახლოვებოდა, მაგრამ ყნოსვა კარგად აქვს განვითარებული და ბადრისთან სიახლოვეში საფრთხე დაინახა და მასთან ახლოს აღარ მისულა, 2007 წლის მოვლენებს კი იოლად აუარა გვერდი, მაგრამ იმ პერიოდში ნინო ბურჯანაძე გაოპოზიციონერდა და ბურჯანაძემ შეძლო რკინის ჯაჭვით ეს პოლიტიკანი დიდხანს თავისიდემოკრატიული მოძრაობისთვისჯერ ირიბად და მერე ღიად მიება და 10 წლიანი ჯაჭვის ლოკვის შემდეგ სულ ახლახან გუბაზი გაექცა ნინოს, მაგრამ მანამდე 2011 წელს როდესაც ბურჯანაძის წამოწყებული ავანტურა ფსევდომიტინგი მიხეილ სააკაშვილმა სისხლში ჩაახშო და დახოცილთა გვამები მაღაზიების სახურავზე შემოაწყო, როდესაც 26 მაისამდე 5 წუთით ადრე გაიძურწნენ ირაკლი ბათიაშვილი და ეკა ბესელია, იქ მაშინ გუბაზ სანიკიძის ჭაჭანებაც არ იყო და აკაკი წერეთლის ღამურასავით მაშინ გამოვიდა, როცა ყველაფერი საშინელი ტრაგედიით დასრულდა. მას სხვა როლი ჰქონდა დაკისრებული ბურჯანაძისგან, როდესაც გამთენიისას სააკაშვილის ზონდერებმა ბურჯანაძის ქმარი ბადრი ბიწაძე მანქანაში ჩაისვეს ქვემო ქართლში გასასეირნებლად, ისიც უნდა ვთქვათ რიგითი მომიტინგეებისგან განსხვავებით ბადრი ბიწაძე არავის უცემია, არც თვალი დაუთხრია და არც მოუკლავს, ის ბოლნისის ტყეში დატოვეს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მიშას ზონდერებმა, ხოლო საცოდავი და გაბრიყვებული მომიტინგეებისთვის ცრემლსადენი გაზი არ დაუკლიათ. შემდეგ ნინოს აცნობეს შენი ქმარი ტყეშია და ხიფათს არ გადაეყაროსო, მან კიდევ გუბაზს დაურეკა, გუბაზიც მივიდა და ცოლს მალევე დაუბრუნა ქმარი, მერე გვახსოვს ყველას ბადრი ბიწაძე ვითომ საქართველოს საზღვრების დამცველი ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში რომ აღმოჩნდა... დღეს კი ბურჯანაძე ზღაპრებს გვიყვება ჩემი ქმარი და უფროსი შვილი შაშხანით ხელში 2008 წლის აგვისტოს ომში რუს აგრესორების ტანკებს ტანკებზე აფეთქებდნენ და მათი გასროლილი ტყვიით ციდან ბომბდამშენებიცვიოდადა ზღვაში კეისარი იძირებოდა.

აი, ასეთი პოლიტიკოსები გვყავს.

დავუბრუნდეთ ისევ გუბაზ სანიკიძის პოლიტიკურმოღვაწეობას“. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დასრულების შემდეგმეოცნებეთაპირველ ტალღაში გუბაზ სანიკიძემ კარგად მოითბო ხელი და ფინანსური ოლიგარქის მარიფათით დეპუტატი გახდა, როგორ დაუფასა ვხედავთ, ყველას კარგად გვახსოვს ქუთაისის პარლამენტში მძინარე გუბაზ სანიკიძე, მაგრამ ვერავინ გაიხსენებს სანიკიძის რაიმე საკანონმდებლო ინიციატივას, აღარაფერს ვამბობ, ქუთაისელები კარს რომ უჭედავდნენ.  სანიკიძემ ისე დაასრულა სადეპუტატო საქმიანობა, მხოლოდ თავისი ანგარებები დაიკმაყოფილა და შესაბამის დროს ბიძინა ივანიშვილს განუდგა, როგორც ცხონებული მამამისი ლევან სანიკიძე განუდგა ჯუმბერ პატიაშვილს. ახლა გიჟი სააკაშვილი სიხარულით აღნიშნავს გუბაზ სანიკიძეც კი ჩვენთან მოვიდაო. რეჟიმების ცვლასთან ერთად ვინც შემოაგდო ეს სამშობლოს გამყიდველი პოლიტიკანები ქართულ პოლიტიკაში, იმან კარგად იცოდა, რას აკეთებდა და ქვეყანას ამით რაც დაატყდა თავს.

ამიტომ როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიხსნა უშიშროების არქივები და მოხდა ლუსტრაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც თანამშრომლობდნენ უშიშროების სამსახურებთან და ყველა მათგანს აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა და სახელმწიფო სამსახურებში მუშაობა, ისე უნდა აეკრძალოს ასეთ პოლიტიკოსებს პოლიტიკური საქმიანობა საქართველოშიც!

მანამდე სანამ პოლიტიკური სივრციდან არ გაქრებიან ასეთი პოლიტიკანები ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება.

ბატონო გუბაზ, ვინიცობაა რაიმე პრეტენზია გაგიჩნდა, რომ სწორად ვერ ავსახე თქვენიპოლიტიკური მოღვაწეობა“, დამიკავშირდით და თქვენს არგუმენტებს მოვისმენ.

 

ალია“ #18, ნანა სულავა

599070189

×