08 ივნ 2019 00:04 6278

"თქვენი ადგილი არც ერთ რელიგიაში არ არის!"

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის, ინტერვიუს ეხმიანება:

 

 

"ამ რამდენიმე წლის წინ  ამერიკელ პოლიტოლგთან და ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ყოფილ მრჩეველთან, ბატონ პოლ გოუბლთან ინტერვიუ ჩავწერე. საუბრის დროს, პირველი, რაც მან მითხრა იყო შემდეგი: " თქვენ გყვათ უდიდესი მოაზროვნე, საოცარი პიროვნება - კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და რატომ არ უსმენთ მას..." ასეთი შეფასება, ჩვენს პატრიარქზე, ცნობილი და გავლენიანი ამერიკელისგან ბერჯერ მომისმენია. ჩემი ამერიკელი მეგობრის მამა ამერიკაში რელიგიური ორგანიზაცია 50-იანელების წარმომადგენელია. როცა ჩემმა მეგობარმა მამამისს  ჩემს შესახებ მოუყვა, მას თურმე აღფრთოვანებით უთქვამს: "მის ქვეყანას არაჩვეულებრივი პატრიარქი ჰყავს, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე".

 

ამერიკაში თითქმის ყველა რელიგიის ეკლესიაში ვარ ნამყოფი: ბაპტისტური, ლუთერანული, პროტესტანტული, 50-იანელები. სადაც მივსულვარ და მითქვამს, რომ მე ვარ მართლმადიდბელი ქრისტიანი საქართველოდან, ყველგან, ფეხზე ადგომით ტაში დაუკრავთ და მოწიწებით მოუთხოვიათ ჩვენი რელიგიის ისტორიისა და წესების შესახებ მომეყოლა. "ამერიკის ხმაში" როცა ვმუშაობდი, რომელიც  სახელმწიფო დაწესებულება გახლავთ,  ჩემს  კოლეგას მიხა გეგეშიძეს კედელზე უშველებელი წმინდა გიორგის ხატი ეკიდა კედელზე და არავის, არც ერთ ამერიკელს თუ მაღალჩინოსანს ეს არ აუკრძალავს; უფრო მეტიც "ამერიკის ხმაში", სპეციალურად გამოყოფილ საკონფერენციო დარბაზში თურქული განყოფილების თანამშრობლები გადიოდნენ და ყოველ დღე ნოხებზე მუხლმოდრეკილნი საკუთარ  ლოცვებს აღავლენდნენ.

 

ამ ყველაფრის შემდეგ, მინდა ქალბატონ რუსუდანს ვკითხო: საიდან მოგდით ეს ყოვლად უზნეო აზრები? რატომ აყენებთ სხვა რელიგიას, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობას და მის მიმდევრებს შეურაცხყოფას და რატომ ლახავთ ჩვენს უფლებებს?

 

ვინ მოგცათ თქვენ დაწესებულებებში ხატების აკრძალვის უფლება? თქვენ შეგნებულად  უწყობთ ხელს რელიგიურ დაპირისპირებას და სწორედ რომ თქვენი ადგილი არც ერთ რელიგიაში არ არის! ნამდვილად გავაცნობ თქვენს აგრესიულ, შეურაცხმყოფელ, დიქტატორულ და არატოლერანტულ დამოკიდებულებას ჩემი რელიგიისადმი  თქვენს სათაო ოფისს ამერიკაში და აუცილებლად ვეტყვი, რომ სწორედ თქვენაირები  სახელს  უტეხავენ ევანგელისტებს და შუღლს თესენ რელიგიებს შორის!"

×