18 მაისი 2019 09:31 4045

"ამისთანა რა ჯადო გაუკეთა სააკაშვილმა ზუგდიდს, რომ ეს უთავმოყვარეო ქალი ასე აბოლებს და ათაყვანებს ამ ხალხს"

 

 

რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

"ამისთანა რა ჯადო გაუკეთა სააკაშვილმა ნახევარ ზუგდიდს?
თხათა მეფეთმეფე როლანდ ახალაია როგორ უნდა გენატრებოდეს, სადისტი მეგის ქარდავას წარმოდგენა როგორ არ უნდა გაძრწუნებდეს, კაცისკვლა და წამება როგორ უნდა გაამართლო, მართლა არ მესმის და მომკალით!
ან ეს უთავმოყვარეო ქალი, სანდრა, როგორ აბოლებს და ათაყვანებს ამ ხალხს, ნუთუ მარტო მეგრულად სიმღერა კმარა? მაშინ ავმღერდებით, ბატონო, მთელი საქართველო!
სამეგრელოს ყველაზე მეტად შეეხენ ავაზაკები და ეს მიკვირს, სწორედ, სხვა არაფერი."