16 მაისი 2019 16:20 1664

ტელეკომპანია "იმედის" დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

 

 

ტელეკომპანია "იმედის" დირექტორი გოგა კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით არხის ახალ დირექტორად რეჟისორი ელდარ მდინარაძე ინიშნება, რომლიც 1990-2000- წლებში ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია მე- 9 არხის დირექტორი იყო.

 

2008 წლამდე კი ტელეკომპანია "მზეში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. ცნობისათვის, ელდარ მდინარაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ახლო მეგობარია.

 

ის ასევე არის პარლამენტის წევრის, ირაკლი ტრიპოლსკის და მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ნუგზარ ყიფიანის მეგობარი. მდინარაძე, ტრიპოლსკი და ყიფიანი ივანიშვილის მე 9-ე არხზე ერთად მუშაობდნენ.

 

პირველი რადიო

×