16 მაისი 2019 15:42 716

„არასდროს მიმიღია მონაწილეობა ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში“ - გია მხეიძე

 

 

გია მხეიძე გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებებზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებების ადრესატი გია მხეიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს მის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას.

 

„არასდროს მიმიღია მონაწილეობა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში, რასაც მისი თანამებრძოლებიც დაადასტურებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სიცრუის მანქანა აგრძელებს ჩემს მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას. მოვითხოვ ამ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადა გია მხეიძემ.

 

მხეიძის თქმით არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი, არ მუშაობს სახელწიფო სამსახურში და არც ერთ პოლიტიკურ ძალას შეეკითხება მშობლიურ სოფელში ჩასვლაზე ნებართვას.

 

გია მხეიძის თქმით, სწორედ მსგავს ცილისწამებას უკავშირებს 2016 წლის არჩევნების პერიოდში მის დაკავებას.

 

გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ საარჩევნოდ ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული და 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევისთვის ბრალდებული გია მხეიძე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.

 

მარშალპრესი