16 მაისი 2019 15:14 1386

„საქართველო მინდა „ორსული“ დავინახო“ - ლადო კახაძე

 

 

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდაზე, ლადო კახაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

 

„მეან-გინეკოლოგი ვარ ჩემი პირველადი პროფესიით. როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს. ჩემი საქართველო მინდა ამ ფორმით დავინახო, რომ შვას კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველაფერი ის, რაც იქნება სამერმისეთში გადასატანი, კარგს გადავიტან. ცუდს ან გავანეიტრალებ, ან ამ ცუდის მიმართ სწორი შეხედულება გვექნება, გამოსწორების გზებსაც დავსახავთ და ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. მარტო ლადო კახაძე არ შედის პარლამენტში, ის ადამიანები შედიან, ვინც ლადოს გამოიყენებენ. მათი ტრიბუნა და მათი ტკივილის გამხმოვანებელი უნდა გავხდე. ეს ჩემთვის არახალია. ჩემმა ასაკმა რომ გამოცდილებები დამიგროვა, ეს კიდევ ერთი პლუსია, ალბათ”, – განაცხადა ლადო კახაძემ.