12 მაისი 2019 18:21 3150

(ვიდეო) „ამას მთვრალი მიშა სჯობდა“

მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე მომხდარი ინციდენტის გამო განმარტებებს აკეთებს. საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ტექნიკურ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გამოსვლა მითქმა-მოთქმის საკითხი სწორედ ტექნიკური წუნის გამო გახდა.

„სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა. მე მქონდა და მაქვს გულითადი სურვილი, რომ გადავცე ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ჩვენს საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მსურს მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე მართლაც არის განსაკუთრებული ჩვენი ერის ისტორიაში. ჩვენ აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. ამასთან ერთად, დღეს აღევლინა ლოცვა, ძალიან მნიშვნელოვან ტაძარში ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, რომელიც აშენდა მთელი ერის მიერ.

ჩემთვის ამავე დროს არის ძალიან სასიხარულო რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ამავე ტერიტორიაზე დავიწყებთ ახალი საგანმანათლებლო კულტურული ცენტრის - მუზეუმის მშენებლობას და ამასთან ერთად ჩვენ ამავე დროს ავაშენებთ სამეცნიერო კვლევით ცენტრსაც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად მახათს მთა გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად თითოეული ქართველისთვის და ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ მახათას მთაზე მისი სიტყვით გამოსვლისას მომხდარი ხარვეზი მიზანმიმართული პროვოკაცია იყო, ბახტაძე აცხადებს რომ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი გაუჭირდება.

„კაიფშია თუ მთვრალია?“, „უწია ღვთისმშობლის სასწაულმა“... „ამას მთვრალი მიშა სჯობდა“ - ასეთი კოემნატრები მოჰყვა ბახტაძის დღევანდელ გამოსვლას სოციალურ ქსელში

×