10 მაისი 2019 19:42 2930

„ზოგიერთ გამოთაყვანებულს ჰგონია, ჰიტლერს რომ გაემარჯვა, სულ ,,ბოსის“ „ზმანებით“ ივლიდა“

 

 

რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მეორე მსოფლიო ომი ქართველებისთვის სხვისი ომი არ ყოფილა. ეს ყველას ომი იყო, მთელი ქვეყნიერების, აქამდე არნახული ბოროტების - ნაციზმის წინააღმდეგ! რატომღაც, ზოგიერთ გამოთაყვანებულს ჰგონია, ჰიტლერს რომ გაემარჯვა, სულ ,,ბოსის“ „ზმანებით“ ივლიდა ის და მისი წინაპარი. 

 

ეს არის უვიცობა და სამარცხვინო! 

 

იგივედ მიმაჩნია საბჭოთა სიმბოლიკის ფრიალი და ყალბი ნოსტალგია სსრკ-ს მიმართ. 

 

რომ უსმინო, ორივე მხარე მართალია. ერთი ოკუპაციას აპროტესტებს, მეორე - ისტორიის დაცვისა და ვეტერანების მოფრთხილებისკენ მოგვიწოდებს. ამ დროს, ორივე ყალბია და ესაა გულისამრევი. 

 

ვისაც მართლა ენატრება სსრკ-ს დრო, ბოლშევიკები და წითელი ჯარები კი არა, ენატრება ომისგან შორს მყოფი, ნათელი და უზრუნველყოფილი ახალგაზრდობა თუ ბავშვობა. სასაცილოც კია, ამას რომ ვხსნი, მაგრამ როგორც ვხედავ, მთლად ზედმეტიც არაა.

 

საყოველთაო აგრესია, შიზოფრენია და გაუნათლებლობა სუფევს ქვეყანაში. ერთი სიბნელე ებრძვის მეორეს, ხოლო ბოსები ხელებს იფშვნეტენ...

 

ქართველების გონიერი, კულტურული და წესიერი ნაწილი, ისევისე, სამზარეულოებში რჩება, რადგან აღზრდა არ აძლევს უფლებას, საკუთარი ამბიცია, ამათუიმ ფორმით, სადმე გამოავლინონ, მაგრამ ერთხელაც იქნება, გამოვარდება ეს ხალხი და გადაჯეგავს ამ ტყიურ და აგრესიულ დეგენერატებს, თავის ხელისუფლებიანად.

 

ამ დღეს როგორ ვერ მოვესწრები?!

 

2 დღეა ვითმენ, მეზარებოდა და ახლა აღმომხდა“.

×