09 მაისი 2019 12:38 15127

„დააოკეთ ხოჯევანიშვილი, ბატონო გახარია! ნუ გადაგვაყოლეთ თქვენს ამბიციებს!“

 

 

შსს-ს გენინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„თუ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თქვენ იყავით მაღალი თანამდებობის პირი, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში, იყავით ზონდერ ჯგუფის წევრი ან მათი ხელმძღვანელი, თუ ახლო მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებდან ნაცბანდის სახეებთან და გამოირჩეოდით "ქართული ოცნების" განსაკუთრებული სიძულვილით და მის მომხრეებს დაგეშილი უტევდით - დღეს, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს, თქვენ წარმატებით გაივლით გასაუბრებას მინისტრ (ჯერჯერობით) გახარიასთან და გარანტირებული გექნებათ დასაქმება. დასაქმებაცაა და დასაქმებაც. მინიმუმ, შსს გენერალურის უფროსად ან მინისტრის მოადგილედ დაგნიშნავთ, ჯერ შს სამინისტროში, შემდეგ სხვა სამინისტროში, რომელ სტრუქტურაშიც მისი ინტერესი გაჩნდება - იქ...

 

 

სწორედ, ერთ-ერთ ასეთ სახეს წარმოადგენს, სუსის ამჟამინდელი მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი...

 

 

დიახ, ეს ის ალ. ხოჯევანიშვილია, მიშას ზეობის ხანაში, თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, წამყვანი თანამდებობები რომ დაიკავა და მისმა მოღვაწეობამ ბევრი ღია კითხვა რომ დატოვა დღემდე, მათ შორის. ზოგი დანაშაულის ნიშნების შემცველი.

 

 

ვანო მერაბიშვილის მოადგილის ა. მესხელის და კეზერაშვილის კადრმა - ხოჯევანიშვილმა, გახარიას "მეშოკში" ჩასმა წარმატებით მოახერხა კახაბერ საბანაძესთან ერთად.

 

 

სწორედ, ეს ყველაფრის მკადრებელი კაცი დაინიშნა, გახარიას მონდომებით, სუსის უფროსის მოადგილედ. ახლა წავიდა "კადრება", თუ წავიდა. ჯერ იყო და ვციტირებ: "პანკისის თემა დალაგებულია, შეფი" - ეძახა მინისტრ გახარიას და კახაბერ საბანაძესთან ერთად, რა შარიც მოიტანა, ყველამ ვნახეთ.

 

ვნახეთ, მაგრამ შერჩა... 

 

შერჩა ხოჯევანიშვილსაც, საბანაძესაც და გახარიასაც.

 

 

მერე დაუმსახურებელი გავლენით მადაგახსნილმა გახარიამ, თავზე აიღო სამეგრელოში არჩევნების მოგვარება. (არ კარგავს გაპრემიერების იმედს).

 

მარტო ზუგდიდელების იმედზე ვერ ვიქნებიო და რაკი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ცვლილების ამბავი დაემთხვა, გადაწყვიტა, ვინც გახდება თავმჯდომარე - ის დაალაგებს ზუგდიდის ამბავსო. ამის მოგვარებაც კვლავ ხოჯევანიშვილს დაავალა.

 

 

ხოოდა, დაიბარა ვახტანგ ყოლბაია სუსში ხოჯევანიშვილმა.

 

 

სწყენია ვახტანგს, "ასე სხვა დროს არ დავუბარებივარ და ჩემთან ამ ტონით არ უსაუბრიათო"- უთქვამს, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა. ზუგდიდში, არჩევნების მოგების სანაცვლოდ, შეთანხმდნენ კანდიდატზე, მაგრამ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრების ხმებიც წყვეტდა ამ საქმეს. ახლა სათითაოდ წევრების დაბარება დაიწყეს სუსში. საბჭოს წევრებთან საუბარი, თავად ალ. ხოჯევანიშვილმა ითავა. წევრების მხრიდან, განსხვავებული აზრის მოსმენისას, გახარიას ზურგით გადიდგულებული დაემუქრა მათ, ვციტირებ: ---- "წევრებს საერთოდ დაგშლით, იმას თუ არ გააკეთებთ, რასაც გეუბნებითო"...

 

 

მუქარამ შედეგი კი გამოიღო და კი აირჩიეს მითითებული თავმჯდომარე, მაგრამ ეს "მუქარა" სხვა შედეგსაც მალე გამოიღებს (ამ გამოცდილ და ბევრის მნახველ ადამიანებს თავმოყვარეობა არ უნდა შეულახო)...

 

 

დააოკეთ ხოჯევანიშვილი, ბატონო გახარია. თუ ფიქრობთ, ეგ საქმეს დიპლომატიის ან გამოცდილების გზით აგვარებს ცდებით. ცდებით, როგორც უკვე - ხშირად. 

 

 

ხოდა ნუ გადაგვაყოლეთ თქვენს შეცდომებს, თქვენს ამბიციებს, ბატონო ვიცე-პრემიერო,  ბატონო შს მინისტრო, ბატონო უშიშროების საბჭოს მდივანო... ბატონო არ შემდგარო პრემიერო...

 

 

პ.ს. როცა ყოფილი შს მინისტრი ორ გვამს ითხოვდა, ხოჯევანიშვილისთვის მაშინაც "მშვიდობა" იყო და ასეთი კადრი რა დავალებაზე გეტყვით უარს, ბატონო გახარია?“

×