16 აპრ 2019 00:13 552

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენება დაუშვებელია

 

 

საფრანგეთის კრიზისის მართვის სააგენტო აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენება შეუძლებელია.  ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

 

„ჰაერიდან წყლის ჭავლის დაშვება ასეთი ტიპის ნაგებობაზე მთელი სტრუქტურის ჩამოქცევას გამოიწვევს იმ მეხანძრეებთან ერთად, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადასარჩენად”, – წერია განცხადებაში.

 

ხანძრის ჩასაქრობად საჰაერო ძალების გამოყენების ინიციატივა აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააჟღერა. “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში მან მომხდარს საშინელება უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესში საჰაერო ტანკერები ჩაერთვებიან.