16 აპრ 2019 00:08 419

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაცული რელიქვიები ხანძარს გადაურჩა

 

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლის თქმით, ხანძარი ტაძარში დაცულ რელიქვიებზე არ გავრცელებულა. ამის შესახებ pia.ge წერს.

 

 

ცნობისთვის, ტაძარში უამრავი ქრისტიანული რელიქვია და ისტორიული ძვირფასეულობა ინახება, მათ შორისაა, ქრისტეს გვირგვინი და ჯვარი.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ პარიზში ხანძარი თბილისის დროით 20:50-ზე გაჩნდა. ხანძარი, სავარაუდოდ, ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან არის კავშირში.

 

 

 

სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, განადგურებულია ტაძრის შპილი. სიენენის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ შპილთან ერთად ჩამოინგრა ტაძრის სახურავიც. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი თავდაპირველად ხარაჩოს გაუჩნდა, რომელსაც ტაძრის რესტავრაციისთვის იყენებდნენ. 

 

 

 

pia.ge