15 აპრ 2019 23:50 305

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება

 

 

სააგენტო C.news-ის ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

 

მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ხანძრის გაჩენა "პოტენციურად სარემონტო სამუშაოებს" უკავშირდება.

 

პარიზის მერის პირველმა მოადგილემ ემანუელ გრეგუარმა "ტვიტერზე" ისტორიული ძეგლის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა. მან ასევე ადგილობრივებს მოუწოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სიფრთხილე გამოიჩინონ.

 

პოლიცია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში ხელი არ შეუშალონ.

×