18 იან 2019 16:13 278

სისხლიანი დაპირისპირება ვერაზე - დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

 

ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილისა და კონსტანტინე ჯორბენაძეს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მომდევნო სხდომა 12 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

საქმის პროკურორის ინფორმაციით, გიორგი ადუაშვილმა მოკვლის მიზნით ზურაბ კუჭავას მისამართით 10-ზე მეტი სროლა განახორციელა, რა დროსაც მას კისრის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა.

ბრალდების მხარის განცხადებით, შემთხვევის დროს ადუაშვილთან ერთად იმყოფებოდა კონსტანტინე ჯორბენაძე და მისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო.

პროკურატურა ადუაშვილისა და ჯორბენაძის მიმართ პატიმრობას ითხოვდა.

გიორგი ადუაშვილსა და კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

ნიუპოსტი