17 იან 2019 13:18 49953

„რა დააშავეთ და კისერზე დაისვით უნიჭო, მუქთახორა, ჩემფეხება ნაბოზვრების ხროვა“

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ქადაგიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

 

„არ მინდა რა შაბოლონური ფრაზები "ვიზიარებ", "გული დამეწვა", "ცრემლი მდის" და ა.შ ვისროლო და "მოვალეობამოხდილმა" ერთ კვირაში დავივიწყო მომხდარი ტრაგედია, რომელიც უბედური შემთხვევა სულაც არ არის, როგორადაც ამას წარმოაჩენენ, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული სახელად "სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით" კონკრეტულად კი დაუდევრობით და თვითიმედოვნებითაც.

 

1. ბუნებრივ აირს უნდა ქონდეს სპეციფიკური სუნი და აქვს კიდეც ყველგან გარდა საქართველოსი, საქართველოში კი იმიტომ არ აქვს, რომ ნივთიერება რომელიც CO-ს სუნს აძლევს, ძვირია და აღარ უმატებენ რა, აი ამ "ხალტურიდან" ამონაგები თანხა კი იმის ჯიბეში ილექება ვინც წესით ფეხებით უნდა დაიკიდოს საჯაროდ, როგორც მაგ დანაშაულში ერთერთი მთავარი ბრალეული პირი.

 

2. ნებისმიერ სახელმწიფოში გარდა საქართვლოსი ყოველ კვარტალში მოწმდება გაზგაყვანილობის სისტემა (განსაკუთრებით, თუ სისტემა დენიკინის დროინდელია) და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში იცვლება. საქართველოში ხდება ეს? არა. რატომ? იმიტომ რომ ფეხებზე კიდიათ ხალხის სიცოცხლეცა და ჯანმრთელობაც და აი იმ პირველ ბრალეულ პირს, მეორეც უნდა დაუკიდოთ გვერდით ფეხებით, ანუ პასუხისმგებელი პირი ვისაც სამსახურებრივად ევალებოდა მოძველებული ან დაზიანებული სისტემის გამოცვლა-შეკეთება და ეს არ ქნა.

 

და ბოლოს 3.

 

საქართველოში ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც უკანასკნელი და იცით რატომ არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი? იმიტომ რომ თქვენ ჩემო "ყოვლისმცოდნე" ქართველებო, აი ეს დანაშაული უბედური შემთხვევა გგონიათ და ბრალეულების პოვნისა და დასჯის ნაცვლად ღმერთს შეჰღაღადებთ რა დავაშავეთო, რა დააშავეთ და აი ეს: კისერზე დაისვით უნიჭო, მუქთახორა, ჩემფეხება ნაბოზვრების ხროვა და აი შედეგიც“ - წერს გიორგი ქადაგიშვილი.