12 იან 2019 20:33 744

„ავერსის“ აფთიაქი კორპორატიული ღონისძიების გამო დახურულია!

ეს ფოტო, რომელიც დღეს არის გადაღებული, „ალიას“ მომხმარებელმა მოაწოდა. ქალბატონს ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ,,ავერსის” 24-საათიან რეჟიმში მომსახურე აფთიაქი დაკეტილი დახვდა. „გულისხმიერ“ თანამშრომლებს უზრუნიათ და პაციენტების გასაფრთხილებელი წარწერაც გამოუკრავთ - „კორპორატიული ღონისძიების გამო დროებით დაკეტილია აფთიაქი“.  სხვა აფთიაქი ახლომახლო არც არსებობს და ადამიანმა ან სიცივეში მინიმუმ კილომეტრი უნდა გაიაროს იმის გამო,  ,,ავერსის” თანამშრომლებს კორპორატიული ღონისძიება აქვთ!

აბა, რა, როცა ვირუსების პერიოდია, ხალხს გამუდმებით სჭირდება მედიკამენტები ან ელემენტარული, ნიღაბი მაინც, უნდა წახვიდე და იქეიფო. ამდენ „ავადმყოფს“ ფხიზელი თვალით როგორ უნდა უყურო? არადა, რომ ჰკითხო, „ავერსი“ ჩვენს ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნავს.

აქვე ობიექტურობისთვის დავძენთ, რომ „კორპორატიული ღონისძიების“ მიუხედავად, მაგალითად, ბერბუკის ქუჩაზე, „ავერსი“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

×