12 იან 2019 16:40 194

სერგეენკო "ტამიფლუს" განაწილებას პირადად დაესწრება

 

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ანტივირუსული პრეპარატისტამიფლუს" ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრება. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ტამიფლუს გადაცემა 16:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოხდება.

ქვეყანაში შემოტანილიტამიფლუს" ახალი მარაგის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ექიმის დანიშნულებით, დღეიდანტამიფლუს" უფასოდ მიიღებს.