12 იან 2019 15:18 388

პარლამენტში წარდგენილი სიის უკან გაწვევა შეუძლებელია - გიორგი მიქაუტაძე

 

აქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, დღეს არსებული კანონით, პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა უკან გაწვევა შეუძლებელია.

გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.

პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული და ეს კანდიდატურები იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ, რომ ღია პროცესში აბსოლუტურად, გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც შეთანხმდება სამუშაო, სარეფორმო ჯგუფი და რომელიც მიღებული იქნება,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.

ნიუპოსტი