12 იან 2019 13:58 311

ძლიერი აფეთქება პარიზში - ჩამონგრეული შენობა და დაშავებული ადამიანები

 

ძლიერი აფეთქება პარიზში, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის რამდენიმე მეხანძრეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარიზში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების დროს შენობა ნაწილობრივ ჩამონგრა და ცეცხლი მოეკიდა. დაზიანდა რამდენიმე ახლომდებარე ავტომობილი.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი პარიზის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზისქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე 140-ზე მეტი მეხანძრე არის მობილიზებული.

რეზონანსი