09 ნოე 2018 21:13 363

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას დროებით როსს უილსონი შეასრულებს

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობას დროებით როს უილსონი შეასრულებს.

ელჩი როს უილსონი საქართველოში ამერიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულის სტატუსით საქმიანობას დღეიდან შეუდგა და პირველი გაცნობითი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართა.

ძალიან მოხარული ვარ, რომ მქონდა საუკეთესო შეხვედრა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, რაც შედის ჩვენს საერთო ინტერესებში. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ჩემთვის მართლაც შთამბეჭდავია, ვიხილო ის პოზიტიური ცვლილებები, რაც ქვეყანამ განიცადა ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მთხოვა, რომ წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა საქართველოში, რადგანაც ეს არის მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც ამერიკისთვის ,ასევე საქართველოსთვის, ჩვენი ერთობლივი ინტერესებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გასულ პერიოდში ელიზაბეთ  რუდის ხელმძღვანელობით გამორჩეული სამუშაო შეასრულა.

ჩემი აქ ჩამოსვლა და დანიშვნა აჩვენებს იმ პრიორიტეტს, რასაც აშშ  საქართველოს ანიჭებს, ასევე გამოხატავს აშშ- ერთგულებას საქართველოს, როგორც პარტნიორის მიმართ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის საელჩომ ამ პერიოდში ქალბატონი ელიზაბეთ რუდის ხელმძღვანელობით მართლაც რომ გამორჩეული სამუშაო შეასრულა. შევეცდები, ეს განვაგრძო, აგრეთვე, ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, მოვძებნით ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები“, – განაცხადა უილსონმა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

როს უილსონი 2005-2008 წლებში იყო აშშ-ის ელჩი თურქეთში, 2000-2003 წლებშიაზერბაიჯანში. სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში მოსკოვსა და პრაღაში. 1997-2000 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საკითხებში, 2010-2014 წლებში კიატლანტიკურ საბჭოსთან არსებული დინუ პატრიციუს სახელობის ევრაზიის ცენტრის დირექტორი.

1 ტვ