09 ნოე 2018 18:23 1012

მონაწილეობას მივიღებ არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში მივდივარ - მიდის თუ არა გია ხუხაშვილი პოლიტიკაში?

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გია ხუხაშვილი, რომელსაც აქამდე ექსპერტად მოვიხსენიებდი, ამიერიდან პოლიტიკოსი გახდება:

გია ხუხაშვილი ახალ პოლიტიკურ პროექტს აანონსებს. ეს იქნება მესამე ძალა პოლიტიკაში.ჯერ კიდევ ექსპერტი ხუხაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის მახინჯი ფორმით არსებობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს:

როგორც ჩანს, იძულებული ვიქნები ამ პროექტში ჩავერთო, პროექტის დასრულების შემდეგ მე გვერდზე გავიწევი, არანაირი პოსტი არ მინდა. ადრე ერთჯერად პროექტებში ვღებულობდი მონაწილეობას, რომელიც ხელისუფლების შეცვლას ითვალისწინებდაახლა საჭიროა მესამე ძალის შექმნა - ძალიან ბევრმა დღეს არ იცის ხმა ვის მისცეს, არც ნაციონალური მოძრაობა მოსწონს და არც ქართული ოცნება, 21- საუკუნეა და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა დასრულდეს, არჩევანი მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული“ - ამბობს გია ხუხაშვილი.

სხვა დეტალებზე ის ჯერ არ საუბრობს. როგორცპრაიმტაიმთანსაუბარში განმარტა, ის არ იქნება ლიდერი, არამედ, ლიდერი ლიდერთა შორის. პროექტის წარმატებაში ექსპერტი დარწმუნებულია

გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა და მეტრონომთანგანაცხად, რომ პოლიტიკაში არ მიდის, მაგრამ მონაწილეობას მიიღებს მესამე პოლიტიკური ცენრის ფორმირებაში.

რა გავრცელდა, პოლიტიკაში არ მივდივარ. აუცილებელია და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ისეთი პოლიტიკური ცენტრის ფორმირება, რომელიც ქვეყანაში ორპოლუსიან, შულერულ თამაშს დაამთავრებს. ამ პროექტის განხორციელებაში მე მონაწილეობას მივიღებ. მონაწილეობას მივიღებ არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში მივდივარ. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ისეთი რეალობა დადგა, რომ მეც მომიწევს ამაში მონაწილეობა. ჯერჯერობით მესამე ძალის ფორმირების რაიმე კონტურები არ არის გამოკვეთილი”, – აცხადებს ხუხაშვილი.