09 ნოე 2018 16:21 122

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა, საერთაშორისო „ვენდისგან“ 5-წლიანი წარმატებული ბიზნეს-საქმიანობისთვის ჯილდო მიიღო

საერთაშორისო აღიარებავენდისქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდვენდისრესტორანში გაიმართა.

დაჯილდოებასვენდისსაერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, „ვენდისსაერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი, „ვენდისსაერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი დავენდისსაერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე დაესწრო.



ჯონ პეინი, ვენდისსაერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტ:
- ვფიქრობ, ძალიან წარმატებული 5 წელი იყო. დაუჯერებელია, რომ ჯერ კიდევ 5 წლის წინ საქართველოში, „ვენდისპირველი კვების ობიექტი გავხსენით რუსთაველის გამზირზე მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაში. ხალხის დადებითი გამოხმაურება წარმატებული გაგრძელების წინაპირობა აღმოჩნდა. ფილიალები სავსეა ადამიანებით, რომელთაც სურთ, დააგემოვნონვენდისსაკვები. ალბათ, 5 წლის წინ ბევრმა ქართველმა არც კი იცოდა ჩვენი პროდუქციის შესახებ.

დღესდღეობითვენდისრესტორანი თბილისის რამდენიმე სხვადასხვა უბანშია განთავსებული, ასევე გორში, ბათუმსა და ქუთაისში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველი მომხმარებლები კვების ხარისხს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. საქართველოში შესანიშნავი საჭმელებია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ პროდუქციას ადგილობრივი ხორცისგან ვამზადებთ, პურიც ადგილობრივია, ქათამი, ნაყინიც...ამ ყველაფრის ხარისხს კი ქართველი მომხმარებელი შესანიშნავად აფასებს. 5 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან გავიზარდეთ. წლების მატებასთან ერთად ჩვენს ქსელს უფრო და უფრო მეტი ქართველი სტუმრობს.“ვენდისრესტორანი უგემრიელეს საკვებთან და კომფორტულ გარემოსთან ერთად, მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებსაც სთავაზობს, ამიტომ ჩვენი ქსელი ხალხში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.



გიორგი მშვილდაძე, ვენდისგენერალური დირექტორი:
- ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო „ვენდიმ“ ჯილდო თბილისში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ რესტორანში გადმოგვცა. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშოირსოვენდისთანყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შევასრულოთ დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. საქართველოშივენდისარსებობის ისტორიაში დღეს არის ყველაზე გამორჩეული დღე, რადგან 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის ჯილდო პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღაირებაა. მადლობა ყველას, ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა.

 

რაჯეევ საბარვალი, „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი:
-
შესანიშნავი დღეა, რადგან ვენდისში მომუშავე გუნდის საუკეთესო თანამშრომლები დავაჯილდოვეთ. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ხარისხი, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენთთან მზადდება, არის ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტისგან გაკეთებული. მოხარულები ვართ ამ დიდი თანამშრომლობით საქართველოსთან, შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ ვენდის ქსელის ზრდას ქვეყნის მასშტაბით.

 

 „ვენდისხელმძღვანელობამ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.

(R)