09 ნოე 2018 15:55 591

წამოხტა და ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა - ჩახუტების ნაცვლად, ქართული ოცნება მოქალაქეს მუშტი-კრივით დახვდა

 

ადგილობრივ ხელისუფლებასთან დახმარებისთვის მისულ მაია ქორიძე, „ქართული ოცნებისდეპუტატი ბადრი შენგელია ფიზიკურად გაუსწორდა.

 

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ჩახუტების კამპანიის შემდეგ, მოქალაქე საკრებულოში სწორედ მისი პრობლემების მოგვარების თხოვნით მივიდა, თუმცაქართული ოცნებისწევრები, ჩახუტების ნაცვლად მუშტიკრივით დახვდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებას საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდა.

 

როგორც ქორიძე ამბობს, მას შემდეგ რაც ბადრი შენგელია არ დახვდა კაბინეტში, ის შევიდა საკრებულოს თავმჯდომარესთან და მას აწვდიდა ინფორმაციას პრობლემებთან დაკავშირებით, რა დროსაც კაბინეტში შევიდა ბადრი შენგელია. მისივე თქმით დეპუტატს არ ესიამოვნა, რომ პრობლემების შესახებ ის საკრებულოს თავმჯდომარეს ესაუბრებოდა.

 

მეძებდიო და მე ვუთხარი გეძებდი მეთქი და ღანიშში რაც ხდება მეთქი ის მინდა განვიხილოთ და მივხედოთ ღანიშს. ის ჩვენი სოფელია და იქიდან აგირჩიეთ. ეს პასუხი იყო ასეთი თქვენ დაშალეთ ეს ქვეყანა, თქვენ გაძარცვეთ, გაქურდეთ. თქვენ ხართ დამნაშავე. მე ახლა ქურდობას ადამიანი მაბრალებს რა თქმა უნდა ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, როცა მე ერთი ჩხირით საქართველოსთვის ზიანი არ მიმიყენებია. ამიტომ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. წამოხტა სკამიდან, ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა. ნუგზარ ჯამბურია საკრებულოს ხელმძღვანელი გვაზავებდა თუ არა და არ ვიცი მე რა სიტუაცია მოხდებოდა იქ“, – განაცხადა მაია ქორიძე.

მაია ქორიძე ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

რუსთავი 2