09 ნოე 2018 15:34 2068

ღალატია, ღალატიიი !!! ირანელებზე და არაბებზე ქართული მიწა კვლავ გაიყიდება!!!

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

ღალატია-ღალატიიი !!! ირანელებზე და არაბებზე ქართული მიწა კვლავ გაიყიდება !!! ოცნების სოროსული ფრთა და ოცნების დანიშნული ომბუდსმენი ლომჯარია უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვის კანონის გაუქმებას ითხოვს !!! სარჩელი შეტანილია სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლოც მზადაა გააუქმოს ეს ნორმა !!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენი სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა-გადაფორმების უფლების შეზღუდვის შესახებ ნორმის არაკნსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

ნინო ლომჯარიას განმარტებით შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რადგან ეს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაგზავნილია.