20 ოქტ 2018 19:23 38332

გუშინ, "ღუდუშაურში" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ.. შემთხვევით გადარჩა...

 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„კანაფის ფესტივალიო.... ძალიან მძიმე სიტუაციაა ქალაქში ნარკომანიის მხრივ- ლამის 90იან წლებს მაგონებს! გუშინწინ 19 წლის ბიჭი მოიყვანეს მკვდარი, სავარაუდოდ ნარკოკომით (ექსპერტიზაზეა), გუშინ- 35წლის ბიჭი, ასევე თითქმის მკვდარი და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ნარკოკომით! გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ (90-იანების სტილი). შემთხვევით გადარჩა...

როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?! გულით თანაგიგრძნობთ კოლეგებო, განსაკუთრებით- 112 ექიმებო!! ვხვდები რა მძიმე დღეშიც ხართ!

ამ იდიოტებმა კიდე- ფესტივალიო...“ - წერს დავით გადელია.