18 ოქტ 2018 13:02 33526

დღეს, დილის 5 საათზე კიდევ რამდენიმე ქართველი გააქციეთ ამ ქვეყნიდან თავის და ოჯახების გადასარჩენად

 

ჟურნალისტი ლაურა აბრამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

წავიდნენ ჩვენი სოფლიდან წუხელ ბიჭები პირდაპირი რეისით ვარშავაში, რომ გავიგე აქ თბილისში სად იკრიბებოდნენ გავაკითხე, დასამშვიდობებლად, ისეთი დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ ზუსტად იქ პოლონეთში დამსაქმებელი რას შესთავაზებდა, დიდი მშენებლებიც ეგენი არცერთი არ არიან და ბედს მინდობილნი მიდიოდნენ მგონი ამსიშორეს ...

კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა გამოაკლდა ახლა იმ სოფელს სამეგრელოში, წვრილშვილი დატოვა ზოგმა და ლუკმა პურის საშოვნელად წავიდნენ საზღვრებს გარეთ.


ისეთი შიში ჰქონდათ თვალებში, რომ ვერ გავჩერდი დიდხანს, ვერ შევძელი მათთვის თვალებში შემეხედა, თითქოს მეც მიმიძღოდეს ბრალი, რომ მათი ადგილი აქ არაა, რომ მუშახელი აქ არაფრად ფასობს. რომ ერთ- ერთი ჩემი ბიძაშვილი საზღვაო მაშველი, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა.. ერთხელ შტორმიდან სამი წლის ბავშვი ცოცხალი გამოიყვანა, საათნახევრიანი ძებნის შემდეგ.. ამ ბავშვის ბაბუას ნაპირზე გული გაუსკდა.. მათხოვრული ჯამაგირით ოჯახის შენახვა გაუჭირდა, მიყარა ყველაფერი და წამოვიდა იქიდან, ახლა ხელისმუშად პოლონეთში მიდის ... 


წარმატებები ბიჭებო, უფალი გფარავდეთ, აქ ამ ქვეყანაში თქვენი ჯანის შესაფერისი სამუშაოები არ არის, თუ არის კაპიკებზე უნდა გამუშაონ ვიღაც ვიგინდარამ და მერე ან გადაგიხდიან იმ კაპიკებს ან არა, აი ასეთი რეალობაა ამ ქვეყანაში და ახლა გინდა პატარკაციშვილის მკვლელობის ფაქტები აიფარეთ წინ, წინასაარჩევნოდ და გინდა მიხაკასი, ერთი ფასი აქვს, ვერაფერს გამოასწორებთ მგონია უკვე ....

 

თქვენ კიდევ რამოდენიმე ჯან-ღონით სავსე ქართველი გააქციეთ დღეს, დილის 5 საათზე ამ ქვეყნიდან თავის და ოჯახების გადასარჩენად“ - წერს ლაურა აბრამია.