16 ოქტ 2018 01:54 11563

,,აი, როგორ აპროტესტებდა წლების წინ კახიშვილი მირზა სუბელიანის დანიშვნას!”

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:

,,ნეტავ,რა მახსოვს მირზა სუბელიანზეთქო,მთელი დღე ტვინს ვიჭყლეტდი  .....ამ ჩემი  მობერებული ტვინის ტერაბაიტებში  ხომ ბევრი ამბავია ჩარჩენილი... ხოდა აი,2013 წლის არქივიდან ამოაგდო,როგორ აპროტესტებდა კახა კახიშვილი,რომელიც ჯერ არ იყო მთავრობაში, მირზა სუბელიანის დანიშვნას სასჯელაღსრულების სისტემაში. კი არაფერი,მაგრამ საინტერესოა:

კახა კახიშვილი, 2013 წლის მარტში, ერთ–ერთ ინტერვიუში იმ უცნაურ ტენდენციაზე საუბრობდა, რომლის მიხედვითაც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დაკვეთებზე მომუშავე პროკურორები ისევ მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ: ,,სასჯელაღსრულებაში საერთოდ კატასტროფაა. გენინსპექციის უფროსად დაინიშნა სუბელიანი, ყოფილი პროკურორი, რომლის სახელი 26 მაისის საქმეებს უკავშირდება. ის უმოწყალოდ ყრიდა ხალხს ციხეში. მან გააშვებინა დეპარტამენტის თავმჯდომარე და საკუთარი კადრები დანიშნა კოლონიის უფროსებად. რატომ მოიყვანა ეს კადრი სუბარმა, ეს სუბარს უნდა ჰკითხოთ. დღეს მირზა სუბელიანი მართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს“ – აცხადებდა მაშინ კახა კახიშვილი.