12 ოქტ 2018 18:36 271

თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრენსონი გაათავისუფლეს

 

ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრენსონი თურქეთის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ენდრიუ ბრენსონი თურქეთში 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს. თურქეთის ხელისუფლება მას ფეთჰულა გიულენთან კავშირსა და 2016 წელს მომხდარ არშემდაგარ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობას სდებდა ბრალს. ინფორმაციას “1ტვ ავრცელებს.

პასტორ ენდრიუ ბრენსონის დაკავების გამო, ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. აშშ-მა თურქეთს პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა. თურქული მხარე ბრენსონის ფეთჰულა გიულენში გაცვლას ითხოვდა. საბოლოოდ, აშშ-მა თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს სანქციები დაუწესა.

1tv