12 ოქტ 2018 18:16 486

სხვებს სასაფლაო მაინც გააჩნიათ შვილების, ცინდელიანების შვილი კი თევზებს ჩაუგდეს ზღვაში საჯიჯგნად..

 

"ბევრს მოუკლეს შვილი, მაგრამ სასაფლაო მაინც გააჩნიათ შვილებისცინდელიანების შვილი კი თევზებს ჩაუგდეს საჯიჯგნად - ყოფილი პოლიტპატიმარი, ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი, "პრაიმტაიმთან" ცინდელიანის მკვლელობას იხსენებს.

მაშინდელი რეჟიმის მსხვერპლი ყვება, რომ გახმაურებული საქმის დეტალები შემზარავია, დაღუპული რეინჯერის მშობლები კი ნერვიულობის ნიადაგზე ლოგინად ჩავარდნენ. კვიციანი წინა ხელისუფლების გასამართლებას და სამართალს ითხოვს.

"ასეთი სადისტობის ჩამდენი ხელისუფლება, არ მესმის დღეს პარლამენტში როგორ უნდა იჯდეს, სამართლიანობის აღდგენასა და რეჟიმის დამარცხებას ითხოვდეს, როცა არაფრის გულისთვის მოუკლეს შვილი ამ ოჯახს, ჩაუგდეს ზღვაში თევზებს საჯიჯგნად. მისი მშობლები ლოგინად არიან ჩავარდნილი. ასეთი სადისტური მკვლელობა როგორ უნდა გადაიტანონ არ ვიცი. ის რეჟიმი ამბობს ამ რეჟიმის დამარცხებასმე, სწორედ იმ, ყოფილმა ხელისუფლებამ ამიყვანა მძევლად. 7 წლამდე გავატარე ციხეში უსამართლოდ.

ქალებს ციხეში 7-8 წელი ჰქონდა ჯართის მოპარვისთვის მისჯილი. დედებს, რომელთაც პურის ფული არ ჰქონდათ და ასე შოულობდნენ. ყველას უფლებები სამართლიანად უნდა იყოს დაცული.

ძალიან საეჭვოარატომ არიან დღემდე ხელშეუხებლებისამართლიანობას ვეძებ, მეტს არაფერს " - განაცხადა კვიციანმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა რომან შამათავამ მოკლა. ამბავი 2008 წლის აგვისტოს თვეში მოხდა.

შსს- ინფორმაციით, რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.

რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას, რომელმაც შეასრულა ბრძანება და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე.

რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.

ჩადენილი დანაშაულისათვის რომან შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

დღეს, „პატრიოტთა ალიანსისლიდერმა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, „ნაციონალური მოძრაობისდანაშაულებრივ რეჟიმად აღიარების თაობაზე მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს.

ინაშვილმა თანაგუნდელებთან და 2004-2012 წლებში წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულ ადამიანებთან ერთად შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ია მეტრეველი, კობა დავითაშვილი, ნორა კვიციანი, ნანა თეთრაძე, ელენე თევდორაძე და სხვები

პრაიმტაიმი