12 ოქტ 2018 17:47 143

ვერც ერთი გარდაცვლილი პირი ვერ მოხვდება საარჩევნო სიაში – სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

 

დადასტურდა და სიიდან 8000 გარდაცვლილი ადამიანი ამოვიღეთვერც ერთი გარდაცვლილი პირი ვერ მოხვდება სიაში, რომლის გარდაცვალების შესახებაც სახელმწიფოს ინფორმაცია გააჩნია, – ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა.

 საუბარი შეიძლება იყოს მათზე, რომლებიც გარდაიცვალნენ საზღვრებს გარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათ შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიგვიღია.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო პროაქტიურად გასწევს სხვადასხვა ღონისძიებებს. 20 000-მდე სავარაუდო მისამართზე განხორციელდა ადგილზე გასვლა, ჩატარდა საველე სამუშაოები იმისათვის, რომ ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება მოგვეხდინა და საარჩევნო ერთიანი სიიდან ამოგვეღო. დადასტურდა და სიიდან 8000 გარდაცვლილი ადამიანი ამოვიღეთ. ასევე საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა, რომ გარდაცვალება დარეგისტრირდეს ისეთი მარტივი საფუძვლით, როგორიც არის საბაჟოზე გარდაცვლილი პირის გადმოსვენება“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

მარშალპრესი