12 ოქტ 2018 16:47 449

სასამართლოში მოკლული თაკო გამრეკელაშვილის 7 წლის შვილი დაკითხეს

 

საქალაქო სასამართლოში დღეს ბარნოვზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის შვიდი წლის შვილი ფსიქოლოგის დახმარებით დაკითხეს

როგორც ფსიქოლოგმა ქეთი თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადაბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, გაიარა ფსიქორეაბილიტაციის კურსი, გონებრივი განვითარების მიხედვით, სასამართლოსთვის ბავშვის მიერ მიცემული ჩვენება სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს.

ბავშვს შეუძლია გადასცეს და აღიქვას ინფორმაცია თანმიმდევრულად. მისი საუბარი შეიძლება სარწმუნოდ ჩაითვალოს. ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, გაიარა ფსიქორეაბილიტაციის კურსი“,-განაცხადა ფსიქოლოგმა.

სასამართლო პროცესზე დღეს მცირეწლოვანი ბავშვის გარდა, ორი ფსიქოლოგი და მოკლული გამრეკელაშილის დაც დაიკითხა.

თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109- მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრაიმტაიმი