12 ოქტ 2018 16:34 520

განვაცხადე, რომ პარტიიდან მივდივარ, რადგან აღარ მინდოდა სააკაშვილთან, ბოკერიასთან და წამყვან ჯგუფთან ყოფნა

 

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე მხარს უჭერსპატრიოტთა ალიანსისრეზოლუციას, რომელიცნაციონალური მოძრაობისდანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. ელენე თევდორაძემ პოზიცია პარლამენტში დააფიქსირა. შეხვედრას ესწრებოდნენ ია მეტრეველი, კობა დავითაშვილი, ნორა კვიციანი, ნანა თეთრაძე, თამაზ მოლაშვილი და სხვები.

 

არ ვარპატრიოტთა ალიანსისწევრი, მაგრამ არ დაგიმალავთ, ირმას პატივს ვცემ, რადგან მებრძოლი ქალია. ამ დროს ჩემი თავი მახსენდება. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მივუძღვენი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და სამართლიანობის ზეიმს. ბევრი ადამიანი დგას აქ, ვისი უბედურების დროსაც ჩავერთე მათ სამართლიანობის მიღწევაში. ზოგჯერ მივაღწიე, ზოგჯერ ვერ მივაღწიე. როცა ვეღარ მივაღწიე, ჯერ კიდევ დეპუტატი ვიყავი, განვაცხადე, რომ პარტიიდან მივდივარ, რადგან აღარ მინდოდა არც სააკაშვილთან, არც ბოკერიასთან და არც წამყვან ჯგუფთან ყოფნა.

 

მიკვირს, რომ ადამიანებმა ვერ მიაღწიეს იმ სიმართლეს და ნანატრ სამართლიანობას, რომელიც მათ ეკუთვნის. ამიტომ მინდა, უმრავლესობას მივმართო, ზუსტად იმ ტალღაზე მოხვედით, რომ ადამიანის უფლებები პრიორიტეტია და უსამართლობას შეებრძოლებით. ეს ის მომენტია, როცა თქვენ შეგიძლიათ ეს თქვენი სიტყვებით დაამტკიცოთ“, – განაცხადა ელენე თევდორაძემ.

მარშალპრესი