12 ოქტ 2018 15:52 2069

მხოლოდ იდიოტი ან მოღალატე ხელისუფლების პირობებში შეიძლება ჩინელი მუშა საქართველოში მუშაობდეს!!!

 

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

„დაახლოებით ორი კვირის წინ ოფისში ერთი ქართველი მამაკაცი მოვიდა, შეგროვებული ხელმოწერები მოიტანა. გავისაუბრეთ, ყაზახეთში მომუშავე ქართველი აღმოჩნდა, მშენებლობის სფეროში უსაფრთხოების სპეციალისტი.

საქართველოში არ დაუფასებიათ და ყაზახეთში წასულა. თურმე ჩვენთან იგივე სამუშაოზე უცხო ქვეყნიდან იწვევენ სპეციალისტებს... მისი თქმით, აბა გაბედე და უცხოელმა (თუნდაც სამსახურში უფროსმა) ყაზახეთში ყაზახს ხმამაღლა უთხარი რაიმე, იმ წამსვე დაგატოვებინებენ სამსახურს, ხელის დარტყმაზე ხომ საუბარი ზედმეტია...

იმ ქვეყნაში, სადაც არანაირი წარმოება არ არსებობს და უმუშევრობის დონე კატასტროფულია, მხოლოდ იდიოტი ან მოღალატე ხელისუფლების პირობებში შეიძლება ჩინელი მუშა საქართველოში მუშაობდეს!!! მხოლოდ მუშაობას ვინღა ჩივის, ხშირად ადგილობრივ მოსახლეობას გვიცემენ და ახლა ჟურნალისტებს დაერივნენ!!!

იმედია, ამ ფაქტის შემდეგ მაინც მიხვდებიან ქსენოფობიაფაშიზმის იარლიყების მომკერებელი ჟურნალისტები, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!!! საქართველოში ქართველი მასპინძელია და მისი დაჩაგვრა მკაცრად უნდა ისჯებოდეს!“ - წერს ზვიად ტომარაძე.