12 ოქტ 2018 15:41 742

კონსული: გასარკვევია ვის მიანდობენ ბავშვს, რომლის არაოფიციალური მამა ამჟამად ციხეშია

 

 

საბერძნეთის პოლიციამ 23 წლის ქართველი ქალის, სოფო წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა - ამის შესახებნიუპოსტსათენში საქართველოს კონსულმა გალაქტიონ პაიჭაძემ განუცხადა.

ამ ეტაპზე კონსულს არა აქვს იმფორმაცია ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი.

გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ვიცით, რომ გამოძიება მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. ექსპერტიზის პასუხები ორშაბათს იქნება ცნობილი. გვითხრეს, რომ გაგუდვით/მოხრჩობით არის გარდაცვლილი“, - განაცხადა კონსულმა.

გალაქტიონ პაიჭაძის ინფორმაციით, გარდაცვლილის ორი თვის ჩვილი საავადმყოფოში, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

უკვე ჩაურტარდა შესაბამისი გამოკვლევები და შეიძლება ითქვას, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა გასარკვევია, ვის მიანდობენ ბავშზე ზრუნვის პრივილეგიას“- აღნიშნა პაიჭაძემ.

კონსულინიუპოსტთანადასტურებს, რომ გარდაცვლილთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მამაკაც, რომელიც ასევე ეროვნებით ქართველია, სასჯელს საბერძნეთის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. პაიჭაძის ინფორმაციით, მამაკაცი მიმდინარე წლის მაისში დააკავეს.

მეგობრებმა საქართველოს მოქალაქე 22 წლის სოფო შანშიაშვილი (წიკაური) გარდაცვლილი იპოივეს
მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას 2 თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.


არსებული ინფორმაციით, როდესაც ახლობლებმა სოფოს ცხედარი ნახეს, პატარა დამამშვიდებელი აბაბების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.


გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. ოჯახის ახლობლების თქმით, გოგონას მეუღლე პატიმარია. ცნობილია, რომ სოფო წიკლაურის დედაც საბერძნეთში ცხოვრობს.

ნიუპოსტი