12 ოქტ 2018 15:35 271

რას პასუხობს თავდაცვის სამინისტრო ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბრალდებას?

 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმანიუპოსტთან“ სკანდალური ინფორმაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომქართული ოცნებისხელისუფლება ქართველ სამხედროებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ართმევს.

დიმიტრი შაშკინის აღნიშნულ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის, არჩილ ომიაძის განცხადებით, შაშკინის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება:

ჩვენი შეხვედრის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ცილისწამებაზე, რომელსაც ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით შაშკინი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება და ცდილობს, ეს ცრუ ბრალდება დაასაბუთოს სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმებით.

სპეცუბნები დიდი ხნის განმავლობაში ფუნქცნიონირებდა 2016 წლამდე, მაგრამ ამასთანავე, თითქმის ყველა პარტია და ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაცია თვლიდა, რომ აღნიშნული ტიპის უბნებს ინსტრუმენტად იყენებდნენ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები მთელ შეიარაღებულ ძალებში გაუქმდა, გარდა ავღანეთისა.

მათ გაუქმებას არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო სამსახურებზე საარჩევნო უბნებზე გამოხატულობის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგიტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს მათ ყოფნას რეგიტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლომდებარე საარჩევნო უბანზე, ხოლო ნაწილი გადასატანი ყუთების მეშვეობით”, - აღნიშნა არჩილ ომიაძემ.

არჩილ ომიაძემ დიმიტრი შაშკინის იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ავღანეთში მყოფი სამხედროების როტაცია ემთხვევა ისეთ თარიღებს, როდესაც საარჩევნო უბნების შეზღუდვაა შესაძლებელი:

მსურს, სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ავღანეთის როტაციის ვადებთან დაკავშირებით, შაშკინის განცხადებაში ნათქვამია, რომ როტაცია ემთხვევა ისეთ თარიღებს, რომ შეიზღუდოს კონტიგენტში მონაწილე პირადი შემადგენლობის საარჩევნო უბნები. რა თქმა უნდა, ესეც არის სრული სიცრუე, ვინაიდან, გადასროლის ოპერაცია დასრულებულია და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ხმას მისცემენ 2 ლოკაციაზე -ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ბაზამარმალზე”, ხოლო კონტიგენტი, რომელმაც მისია შეასრულა და საქართველოში არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაბრუნდება, ამ პერიოდისათვის იქნებიან შვებულებაში და გაანხორციელებენ თავიანთ უფლებას საცხოვრებელი მისამართების მიხედვით”,- აღნიშნა ომიაძემ.

ნიუპოსტი