12 ოქტ 2018 15:27 308

ნანახი მყავს სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიაში მარიხუანას მოიხმარენ

 

გირჩისწევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მარუხანას ფესტივალზე სასულიერო პირებსაც ელოდებიან. მისი თქმით, „ყველამ იცის, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანების, ვინც მარიხუანას მოიხმარს“. ხვიჩიამ აღნიშნა, რომ  ექსცესებს არ ელოდებარადგან საპატრიარქოს აქვს რთული მორალური დილემა.

 

არ ველოდები ექსცესებს, რადგან საპატრიარქოს აქვს რთული მორალური დილემა. ყველამ ვიცით, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანები, ვინც მოიხმარენ მარიხუანას.

ჩვენ გვყავს ასეთი ნაცნობები, ვიცნობთ ასეთ მღვდლებს და ეს ხალხი პატიოსანი ხალხია, არ მიმაჩნი, რომ ისინი ცოდვილები არიან, ან რამეს აშავებენ, ჩვეულებრივი ჩემნაირი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ.

აქციაზე ამ ადამიანებისგან მე მოვარდნას კი არ ველოდები, არამედ ველოდები სტუმრობას, ველოდები მათ მიერ მართალი სიტყვის თქმას. ამას რომ არ ველოდებოდე, მაშინ იმედი უნდა მქონდეს გადაწურული სასულიერო პირებში საღი აზრის არსებობის. ზუსტად ვიცი და ნანახი მყავს სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიაში მარიხუანას მოიხმარენ, ისინი მორალური, პატიოსანი ხალხია და ეს მორალურობა ახლა არის დასამტკიცებელი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მარიხუანას ფესტივალი თბილისში 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი

პირველი რადიო