12 ოქტ 2018 15:22 203

საჯარო მოხელეებს მხარდამჭერთა სიების შეგროვებას შანტაჟით აიძულებენ?

 

ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდაგაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერი გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოსაპოვებლად მიმართავს.

 

ვაშაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით საჯარო მოხელეებს აიძულებენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ სიები წარმოადგინონ.

 

უკვე მასიურად მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და უარყოფის შემთხვევაში იმუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით,“-აცხადებს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძეს მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაც მოჰყავს. სადაც ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეებზე ზეწოლა მასიური ხასიათისაა.

 

პირდაპირ მიცემული აქვთ დავალება და ურეკავენ საჯარო მოხელეებს ტექსტით : თქვენ გაქვთ საპატრულო პოლიციის ჯარიმა, ან მართვის მოწმობა გაქვთ ჩამორთმეული და თუ მოგვიტანთ 15-20 ადამიანის მხარდამჭერ სიას ასეთ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მართვის მოწმობა ან გაგიუქმებთ ჯარიმას.

 

ეს არის ტოტალური უკანონობა. ეს არის აგონიაში მყოფიქართული ოცნებისმასიური ძალადობა საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

ვაშაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც დაურეკავენ და შესთავაზებენ ჯარიმის გაუქმებას მიმართონ გაერთიანებულ ოპოზიციასძალა ერთობაშიას“.

 

ჩვენ დავუპირისპირებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ეს უკანონობა შევაჩერთო,“-ამბობს ვაშაძე.

 

ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას ეს ინფორმაცია გადაცემული ამერიკის საელჩოსთვის საქართველოში.

 

ძალა ერთობაშიაინფორმაციის გადაცემას ასევე აპირებს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

cyc.ge