14 აგვ 2018 22:02 566

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ქართველების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით ერთ დაშავებულს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. სამივე მათგანი აჭარის მაღალმთიანეთიდანაა.


მათივე ცნობით პაციენტებს არ აქვთ დაზღვევა, ამიტომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რომ ხარჯების დაფარვა არ მოუწიოთ დაზარალებულებს. ისინი მკურნალობას კერძო კლინიკაში გადიან. ავარია ტრაპიზონში, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. მძღოლი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.

ნიუპოსტი