14 აგვ 2018 21:59 826

ინტერნეტში "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი სახიფათო თამაში გამოჩნდა

ახალი სახიფათო თამაში ინტერნეტ სივრცეში. საშიში ქალი სახელად "მომო," უკვე საქართველოშია. ბოლო რამდენიმე კვირაა მან მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საშიშიმომოსშესახებ ვიდეომასლა ქართულ ენაზეც არის. "მომო" ტოკიოს ვანილას გალერეის ექსპონატის პროტოტიპია - ქალი ფრინველის ფეხებზე.

კავშირს საშიშ ინტერნეტ ბოტთან მობილური ტელეფონით ამყარებენ, შემდეგ კი აგზავნის საშიშ ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს. "მომო" იძლევა მითითებებსაც და უკანასკნელი დავალება მისგან, მსგავსად "ლურჯი ვეშაპისა" თვითმკვლელობაა.

მომოსთანკონტაქტობენ საქართველოშიც. "კურიერის" რეპორტაჟის გმირი ამბობს, რომ ხშირად ინტერნეტ ბოტი მოზარდებს აშანტაჟებს და მათ სუიციდს აიძულებს. ჯერჯერობით, დაუდგენელია საშიშ ინტერნეტთამაშის უკან რეალური პიროვნებაა თუ ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს უკავშირდება.

მსგავსი სახიფათო თამაშებისთვის მოწყვლად ჯგუფებს ძირითადად არასრულწლოვნები წარმოადგენენ.

ფსიქოლოგები მოუწოდებენ მშობლებს, შეეცადონ დაამყარონ შვილებთან მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები, რადგან მოიპოვონ მათი ნდობა და ისაუბრონ მათ გატაცებებსა თუ შიშებზე.

საქართველოში ბავშვებმამომოსშესახებ ბევრი იციან. ზოგი მონსტრს ინტერესის გამო თავადაც უკავშირდება, თუმცა ინტერნეტ ბოტის შესახებ არაფერი იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ნიუპოსტი