14 აგვ 2018 21:54 928

ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. დაკრგულად ითვლება 20-მდე ადამიანი, ხოლო დაშავებულია 10-ზე მეტი, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.


მაშველები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანა ჯერ არ დასრულებულა.

აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში აშენდა, მისი სიგრძე 1182 მეტრია და ის ერთმანეთთან მდინარის სანაპიროებს აერთებს, სადაც საცხოვრებელი სახლებიც მდებარეობს. ნგრევა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით ჩამონგრეული ხიდის ნაწილები მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზეც ჩამოვარდა. ხიდის ჩამონგრევის დროს მასზე ათეულობით მანქანა იმყოფებოდა.

ნიუპოსტი